ბათუმი წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

07 მარტი 2024, 18:18 456 ნახვა

ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა უკვე მეორედ იმართება და მასში წელს არაერთი წიგნის მაღაზია, სკოლა, უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის ართვინის უნივერსიტეტი. გამოფენის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები გამოფენის ორგანიზატორებმა პატარებისთვისაც მოამზადეს. მათთვის საგამოფენო სივრცეში სპეციალური კუთხე მოეწყობა, სადაც გასართობი ღონისძიებები იგეგმება. წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა ოფიციალურად ხვალ სპორტის სასახლეში გაიხსნება, რომელიც ლადო ასათიანის 27 ნომერში მდებარეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში