კონცერტი ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით

17 მარტი 2024, 10:44 338 ნახვა

20-მდე ერთობლივი კომპოზიცია შეასრულეს ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სცენაზე აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ''არსიანისა'' და ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლ ''იალონის'' წევრებმა.

მომღერლებმა საერთო შემოქმედებითი საღამო ქართული ტრადიციული, სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული სიმღერებით გაამრავალფეროვნეს.

ანსამბლების ერთობლივი კონცერტი პირველად გაიმართა, რომლის მიზანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში