იენს სტოლტენბერგი საქართველოში დღეს ჩამოვა

18 მარტი 2024, 09:45 293 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში დღეს ჩამოვა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გენერალური მდივანი სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს 17-19 მარტს ეწვევა.

იენს სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

ნატო-ს გენერალური მდივანი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში