პარტია ლელოს წევრებმა ბათუმში, კერძოდ კი გონიოში ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ არაბულ კომპანია ემართან საეჭვო, არაგამჭვირვალე ხელშეკრულება გააფორმა.
ვაჟა დარჩიას თქმით, გონიოს ჩრდილოეთით, მდინარე ჭოროხის შესართავთან მდებარე 260 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სადაც ხელოვნური ყურე, იახტკლუბი და ახალი საცხოვრებელი უბანი უნდა შეიქმნას ბათუმისთვის დემოგრაფიული და ურბანული კატასტროფა იქნება.
დარჩიას განცხადებით, ეს პროექტი სრულად შეცვლის ქალაქში არსებულ დემოგრაფიულ ბალანსს, მკვეთრად გააუარესებს მუნიციპალურ სერვისებს და გააჩენს დამატებით ხარჯებს მუნიციპალური ბიუჯეტისთვის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
დარჩია საუბრობს შესაძლო კორუფციულ რისკებზეც.