ალ-შიფას საავადმყოფო ახლა ისრაელის თავდაცვის ძალების ალყაშია და არავის შეუძლია ტერიტორიამდე მისვლა, – ამის შესახებ ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სპიკერმა, მაჰმუდ ბასალმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაშველებმა რეგიონში დაზარალებულებამდე მისვლა ვერ შეძლეს.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სპიკერმა ისრაელის თავდაცვის ძალები საავადმყოფოს მახლობლად საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
როგორც მან აღნიშნა, იმ კორპუსების ნანგრევების ქვეშ, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე იყო, ხალხი ჯერ კიდევ ცოცხალია.
„ჩვენ ვიღებთ ზარებს და ვიგებთ, რომ ისინი ცოცხლები არიან ნანგრევების ქვეშ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ ალ-შიფას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე მისვლას ისრაელის თავდაცვის ძალების გამო“, – განაცხადა ბასალმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია გუშინ დილით დაიწყეს. მათივე ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საავადმყოფოში აღმოაჩინეს იარაღი და ფული, რომელიც „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ მიერ თავიანთ ტერორისტებს საავადმყოფოში მიეწოდებოდათ.