ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ავრცელებს.
თავდასხმა იბნ-სინას საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი გარდაცვლილი ალ-ქუდსის ბრიგადის მებრძოლი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ ჯენინში საჰაერო თავდასხმის შედეგად ტერორისტები მოკლეს.