ბათუმში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - ერთი ადამიანი, სხეულის დამწვრობით, კლინიკაშია გადაყვანილი

31 მარტი 2024, 17:52 1405 ნახვა

ხანძარი ბათუმში - ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. 

სხეულის დამწვრობით, ერთი ადამიანი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

საცხოვრებელ სახლში დაიწვა საყოფაცხოვრებო ინვენტარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთის, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ადგილზე  სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

მასალა განახლებადია

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი