გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კანონპროექტის შესახებ

07 აპრილი 2024, 14:48 275 ნახვა

გაეროს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლოლერი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოეთის აგენტების კანონის“ ინიცირებას. ის წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი დასძენს, რომ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც ამ კანონპროექტს მოჰყვება. „გავაგრძელებ ამ საკითხის მჭიდრო მონიტორინგს“ - წერს მერი ლოლერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში