ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

08 აპრილი 2024, 21:53 224 ნახვა

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფედოროვის ინფორმაციით რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

მისივე თქმით, რუსების მიერ სამრეწველო ობიექტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაშავდა რვა ადამიანი.

ამასთან, დაზიანდა 14 შენობა, მათ შორის შვიდი მაღალსართულიანი კორპუსი, სამედიცინო და კულტურული დაწესებულება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში