ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

11 აპრილი 2024, 18:58 194 ნახვა

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე სფეროს სპეციალისტებს, ონკოლოგებს, ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„მხარეებმა მედიკამენტების მარაგებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფი პაციენტებისთვის მედიკამენტებისა და სერვისის მიღების გამარტივების გზებზე იმუშავებს. პროცესში კლინიკები მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები აქტიურად იქნებიან ჩართულები.

გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ის სიახლეც განიხილეს, რაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის პროგრამული მედიკამენტების გაცემას გულისხმობს. აღინიშნა, რომ ცვლილება უახლოეს პერიოდში ამოქმედდება და მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტების ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის მკურნალობაზე.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის წევრები ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერიძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში