პრემიერის ვიზიტი გერმანიაში დასრულდა

13 აპრილი 2024, 12:05 264 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში დასრულებულია.   ირაკლი კობახიძემ  გამართა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის გერმანიის კანცლერ შოლცთან, ასევე  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ბუნდესტაგის  პრეზიდენტებთან. 

სამთავრობო დელეგაციაში იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც ვიზიტის  შეჯამებისას აღნიშნა, რომ  გერმანიაში ირაკლი კობახიძის ჩასვლა ევროკავშირის გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯების ხაზგასმაა.

სწორედ საქარველოს საგარეო კურსისა და ევროინტეგრაციის პროცესზე მოვისმინეთ  დასავლელი პარტნიორებისგან გზავნილები, ქართული მხარის განცხადებით გერმანია ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ერთ-ერთ მთავარ და ძლიერ მხარდამჭერად ჩვენი ევროპული ინტეგრაციისა.

შეფასებები მოვისმინეთ ე.წ-ლი აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში