პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიყალა

13 აპრილი 2024, 14:04 229 ნახვა

სალომე ზურაბიშვილს საქალაქო სასამართლოდან ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლის ხელმოწერით ჯერ არ მიუღია, შესაბამისად პრეზიდენტს შეწყალების აქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

მარტი აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდა ციხეს მომავალ კვირას დატოვებს.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარსარდლის გადაწყვეტილებას, სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ დღის ბოლო განაცხადა.  მისი  განცხადებით ლაზარეს შეწყალების   გადაწყვეტილება იმაზე ადრე მიიღო ვიდრე სასამართლო ვერდიქტს გამოიტანდა  და ვიდრე მას, დისკრეციული უფლების გამოყენებაზე,  ცალკეული პოლიტიკოსი მოუწოდებდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში