აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის დახმარებას ცალკეულ კანონპროეტად განიხილავს

16 აპრილი 2024, 09:04 340 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა რამდენიმე დღეში  ისრაელისა და უკრაინის დახმარებას განიხილავს, როგორც ცალკეულ კანონპროექტს - განაცხადა რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა. მისი  თქმით,  წარმომადგენელთა  პალატა განიხილავს სულ ოთხ კანონპროექტს, რომელიც ასევე მოიცავს  ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებში  აშშ-ის მოკავშირეებისთვის დახმარებას. 

აშშ-ს დახმარება გადაიდო იმის გამო, რომ ჯონსონმა დაბლოკა  95 მილიარდი დოლარის ორპარტიული კანონპროექტის განხილვა, რომელიც სენატმა  თებერვალში მიიღო.

ამ დოკუმენტით გათვალისწინებულია  14 მილიარდი დოლარის დახმარება  ისრაელისთვის და 60 მილიარდის   უკრაინისთვის. იგი ასევე მოიცავდა მილიარდებს ინდო-წყნარ ოკეანეში მოკავშირეების გასაძლიერებლად, სადაც ჩინეთის პოზიციები ძლიერდება. 

რესპუბლიკელები საკანონმდებლო ტექსტს  დღეს გამოაქვეყნებენ,  კენჭისყრა  პარასკევს გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში