კანონპროექტი ქართულია და იგი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიის ფინანასურ გამჭვირვალობას ითვალისწინებს - თორნიკე რიჟვაძე

18 აპრილი 2024, 10:58 317 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კანონპროექტი ქართულია და იგი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიის ფინანსურ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. საუბარია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და მათი წლიური უცხოური შემოსავალი 20 პროცენტზე მეტია.

თორნიკე რიჟვაძე კანონპროექტის დამტკიცებაში პრობლემას ვერ ხედავს. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ამბობს, რომ არაპროპორციული ძალის გამოყენება არ ყოფილა და პოლიციის რეაგირება აქციის მონაწილეების მხრიდან აგრესიის საპასუხო იყო.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, ევროპელო ლიდერების განცხადებების მიუხედავად ქვეყნის ევროპულ კურსს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საფრთხეს არ უქმნის. მას იმედი აქვს, რომ მოქალაქეები მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივას მისი მუხლობრივი განხილვის დროს უკეთ გაიცნობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში