ვაშლოვანის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა

18 აპრილი 2024, 13:50 220 ნახვა

ხულოში,  ვაშლოვანის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ტრაგედიის ადგილი  გვირგვინით შეამკეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, დაღუპულების ახლობლებმა და  თვითმმართველობის წევრებმა.

1998 წლის 18 აპრილს, სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე მოულოდნელად ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2022 წელს, სტიქიური უბედურების ადგილას მოეწყო სკვერი და გაკეთდა მემორიალური დაფა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში