აშშ-მა ვეტო დაადო გაერო-ში პალესტინის მიღების განაცხადს

19 აპრილი 2024, 10:25 315 ნახვა

აშშ-მა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა გაეროს გენერალურ ასამბლეას, "პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს წევრად მიეღო“.

კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს ბრიტანეთმა და შვეიცარიამ, ხოლო საბჭოს დანარჩენმა 12 წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

შეერთებული შტატების განცხადებით, დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო უნდა შეიქმნას ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში