პროტესტი კანონპროექტის წინააღმდეგ გრძელდება 

20 აპრილი 2024, 12:08 241 ნახვა

უწყვეტი პროტესტის მეექვსე დღე - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ დღეს ისევ შეიკრიბებიან. „ქართული ოცნების“ კანონპროექტს გააპროტესტებენ ბათუმშიც.

"არა რუსულ კანონს - კი ევროპას" - სტუდენტების ლოზუნგი უცვლელია. გვიან ღამემდე გაგრძელდა ახალგაზრდების აქცია გუშინ.

დემონსტრანტებმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს.

გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, მარჯვენა სანაპირო, გმირთა მოედანი. აცხადებენ, რომ იმ დრომდე არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე უმრავლესობა კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში