ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

28 აპრილი 2024, 11:21 234 ნახვა

ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას კრძალავს და სასჯელის სახით თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

„კანონი მიზნად ისახავს ერაყის საზოგადოების დაცვას მორალური გარყვნილებისგან და ჰომოსექსუალიზმისკენ მოწოდებებისგან, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა",- ციტირებს მედია კანონის შინაარსს.

 

„პროსტიტუციასა და ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლის შესახებ“კანონის თანახმად, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობა 10-იდან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება, ჰომოსექსუალობისა ან პროსტიტუციის ხელშეწყობა კი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთით.

კანონს მხარი, ძირითადად, კონსერვატიულმა შიიტურმა მუსლიმურმა პარტიებმა დაუჭირეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში