“სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები”- კონფერენცია

30 აპრილი 2024, 14:46 200 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ტელემაუწყებლებს 8-თვიანი ვადა ექნებათ, რათა გადაცემებში პროდუქტების განთავსება თუ რეკლამების გაშვება წესების დაცვით შეძლონ. ამ პერიოდის განმავლობაში, ტელემაუწყებლები დარღვევებისთვის არ დაჯარიმდებიან. კომუნიკაციების კომისიამ, ქართულ სატელევიზიო სივრცეში პროდუქტის განთავსების კანონდარღვევით გავრცელების გადაჭრის მიზნით, კონფერენცია ჩაატარა. შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ქართულ ტელე-სივრცეში პროდუქტის განთავსების გამოწვევები, დარღვევების ნეგატიური გავლენა მაყურებლებზე, ასევე, ევროპული ქვეყნების სარეგულაციო ჩარჩო და მათი მიდგომები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში