ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე 

30 აპრილი 2024, 20:02 263 ნახვა

დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა ბათუმის  საკრებულოს სხდომა, რომელზეც დროის უმეტესი ნაწილი არა საკითხების განხილვას, არამედ პოლიტიკურ ოპონირებას დაეთმო.

ხმაური დარბაზში წარწერებით - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს" ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლას მოჰყვა.

მმართველი გუნდის წევრები კი სხდომის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კანონი არ არის რუსული.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში