აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 11 დაშავებული გადაიყვანეს, მათი ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაეწერა - ჯანდაცვის სამინისტრო

01 მაისი 2024, 11:27 250 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის დროს დაშავებულ 11 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

მათივე განმარტებით, სამოქალაქო პირებთან ერთად, იყო ექვსი სამართალდამცველი.

უწყების ცნობით, დაშავებულების ნაწილი გაეწერა კლინიკებიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში