შეზღუდვები პარლამენტში - საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

02 მაისი 2024, 15:04 244 ნახვა

პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები: ბიუროსა და პლენარული სხდომები, მათ შორის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსმენა დღეს გაუქმდა, მიზეზი აქციის შემდეგ პარლამენტში შექმნილი ვითარებაა.

დღის პირველ ნახევარში პარლამენტში წითელი, უკვე 1 საათია ყვითელი დონე მოქმედებს. საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ თანამშრომლები დაიშვებიან, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

პარლამენტის უკანა შესასვლელებთან ოპოზიციის ნაწილმა დააფიქსირა პოზიცია გუშინდელ აქციასთან  დაკავშირებით და გაკეთდა განცხადებები. მათი თქმით,  აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი და ოპოზიციას ორგანიზება არ ეკუთვნის. ამბობენ,რ ომ მთავრობა შეშინებულია და დღეს პარლამენტს ბოქლომი დაადეს.

''ქართულ ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას აქვს დესტაბილიზაციის მცდელობები. ორკვირიანი უწყვეტი პროტესტი დღეს ისევ გაგრძელდება პარლამენტთან, მოქალაქეები საღამოს 7 საათზე ისევ შეიკრიბებიან. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში