თავდასხმები თბილისში

09 მაისი 2024, 10:50 249 ნახვა

ბოლო დროს  თბილისში  ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე  გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. მედიის შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა. 

ვახტანგ გომელაურის განცხადებით,  გამოძიება დაწყებულია და შედეგი უახლოეს დღეებში დაიდება.  დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით კი, მედიასა და მოქალაქეებზე ძალადობა  მიუღებელია.

ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ  შესაძლოა თავდასხმები აწყობდეს მათ, ვინც  მათივე  განცხადებით,  აქციის ორგანიზატორები არიან. 

დიმიტრი ჩიქოვანს, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიანიძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ დიმიტრი ჩიქოვანსა და ზურაბ ჯაფარიძის ძმას სადარბაზოებთან გაუსწორდნენ ფიზიკურად. სამივე დაშავებული სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში