დაპირისპირება უნივერსიტეტის ეზოში

18 მაისი 2024, 14:50 284 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა პრემიერ-მინისტრმა ხმაურის ფონზე დატოვა. ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეძახილების ფონზე გააცილეს.

ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა კანონის მოწინააღმდეგეებსა და გარკვეულ ჯგუფს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

აქციის მონაწილეების  განცხადებით ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას რეაგირება არ ჰქონია.

მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საია მოუწოდებს პროკურატურას, რომ თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა/ძალადობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი