QR კოდები ბათუმის ისტორიული შენობებზე

22 მაისი 2024, 14:41 279 ნახვა

დღეიდან ქალაქის  ვიზიტორებს და არა მხოლოდ მათ,  ბათუმის ისტორიული შენობების შესახებ ინფორმაციის მიღება  QR კოდებით შეეძლებათ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებზე სპეციალური ბარათები განთავსდება.

ბარათების მონტაჟი უკვე დაიწყო, პირველ ეტაპზე  სააგენტომ ისტორიულ-მხატვრული ნიშნით გამორჩეული  21 შენობა შეარჩია თუმცა QR  კოდი სხვა ძეგლებზეც გათავსდება. ასეთი ქალაქში სულ 240-ია. 

ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ბათუმი ისტორიისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის მიღება  ორ - ქართულ და ინგლისურ ენაზე შეეძლებათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი