რაჭაში მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

23 მაისი 2024, 16:20 493 ნახვა

რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

მიკროავტობუსი, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში