ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების განახლების პირობებს ასახელებს

25 მაისი 2024, 11:04 328 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, დაბრუნდეს.

„მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება შესაძლებელია ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებების საფუძველზე, რომელიც მიღწეული იყო ბელარუსსა და თურქეთში რთული მოლაპარაკებების დროს და ეფუძნება დღევანდელ რეალობას, რომელიც განვითარდა ადგილზე“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

Reuters-ის ინფორმაციით, პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს. სააგენტო, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინი მზად არის, გააგრძელოს ომი, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ მის შეთავაზებას.

ვრცელდება, ასევე, ინფორმაცია, რომ პუტინმა მრჩეველთა ჯგუფს იმედგაცრუება გამოუხატა იმის გამო, რომ დასავლეთს მოლაპარაკებების შეჩერების მცდელობა აქვს, ხოლო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა მოლაპარაკებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში