საქართველო VS გერმანია U21

18 ნოემბერი 2025, 11:04 58 ნახვა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გერმანელ თანატოლებს უმასპინძლებს – თამაში 21:00 საათზე დაიწყება. ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 5 ქულით მეოთხე ადგილზეა, მის დღევანდელ მეტოქეს კი 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ცხრა ჯგუფის გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი პირდაპირ მოიპოვებს, 8 მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში კიდევ ოთხი საგზურის მფლობელს გამოავლენს, მათ ორი მასპინძელი – სერბეთი და ალბანეთი დაემატება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე