თასობით ბერძენმა ათენში 1973 წელს ძალადობრივად ჩახშობილი სტუდენტური აჯანყების წლისთავის აღსანიშნავად მსვლელობა მოაწყო. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსკენ ყოველწლიური მსვლელობა, რომელსაც ბერძნების დიდი ნაწილი 1967-1974 წლების სამხედრო დიქტატურის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, ხშირად მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ცენტრია. მსვლელობის წინა ხაზზე ახალგაზრდებს ხელში სისხლით შეღებილი დროშა ეჭირათ, რომელიც ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში 1973 წელს მომხდარ აჯანყებაში მონაწილე სტუდენტებს ეკუთვნოდათ.