საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთის“ ანალიზსა და პირველადი დასკვნების გამოტანას, სულ მცირე, ორი თვე დასჭირდება, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, განაცხადა. მისივე ცნობით, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის „შავ ყუთს“ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმო ამოწმებს.
შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოცივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.