უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენი და უინტერესოა - ზელენსკი

25 მაისი 2024, 16:43 326 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენია და საინტერესო არ არის, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინელებმა თავიანთი კონსტიტუცია იციან, კანონმდებლობა იციან. გვესმის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმური პრეზიდენტის ეს განცხადებები, გულწრფელად რომ ვთქვათ, მოსაწყენია და საინტერესო არ არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებები არ აწუხებს, რადგან ყველა ადეკვატური ადამიანი, ვინც კითხვა იცის, კანონს წაიკითხავს და დასკვნასაც გამოიტანს.

ცნობისთვის, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა დასრულდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში