ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელი და უპერსპექტივო - არჩილ თალაკვაძე

27 მაისი 2024, 10:19 250 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიების მიმართ შეთავაზებულ წინადადებას, "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერის შესახებ, უმრავლესობაში ეხმაურებიან.

"ქართული ოცნების" შეფასებით, ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკური და უპერსპექტივო.

"ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელი და უპერსპექტივოც, იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას რუსეთის აგენტს ეძახდა. იგივე ხალხია, რომელიც საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა. ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა ახალი ფრონტის ჩამოყალიბება დაიწყეს. საქართველოს არანაირი ფრონტი არ სჭირდება, არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება, რომ თავის ლიდერი და თავის პროგრამა წარუდგინოს საზოგადოებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში