„იმპრო“ -მასტერკლასი ხელოვნების უნივერსიტეტში

29 მაისი 2024, 17:39 367 ნახვა

“იმპრო”- ამ სახელწოდებით ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, დრამისა და კინოს სამსახიობო პროგრამის სტუდენტებისთვის მოძრაობის თეატრის ხელმძღვანელი  მასტერკლასს ატარებს. იოსებ ბაკურაძე სტუდენტებს თეატრალურ სავარჯიშოებს, კერძოდ ჯგუფურ და ინდივიდუალურ იმპროვიზაციას აცნობს. 

მონაწილეები სწავლობენ  როგორ უნდა შეიქმნას ცეკვის ნახაზი მუსიკისა და შესაბამისი ატრიბუტიკის გარეშე.  მასტერკლასი მოძრაობის თეატრსა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. პროექტი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინირებით  იმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი