სასულიერო პირის საქმე

29 მარტი 2017, 00:00 2319 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ბრალდებულის ინტერესების დამცველები გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიღებას ელოდებიან. ადვოკატები დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას შერჩევით სამართალს უწოდებენ. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ  პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და  სასულიერო პირი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 

ამავე კატეგორიაში