აჭარის ჯანდაცვის მინისტრის საათი უმაღლეს საბჭოში

13 ივნისი 2024, 15:05 262 ნახვა

,,მინისტრის საათის" ფორმატში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ნინო ნიჟარაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 48 მილიონ 249 ათას 500 ლარს შეადგენდა და უწყების ფინანსური დოკუმენტი 99,3 %-ით შესრულდა.

2024 წლის ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტთან მიმართებაში 18მილიონ 20 ათასი ლარით გაიზარდა და 51 მილიონ 255 ათას ლარს შეადგენს. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს 36 პროგრამას. მისივე ინფორმაციით, 2023-2024 წლებში აჭარაში მოსახლეობას ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების მიმართულებით 103 432 ბენეფიციარს სხვადსხვა სახის სერვისი მიეწოდა.

წელს სიახლეა ის, რომ ამოქმედდა ახალი პროგრამა და 120 ათასიდან 150 ათასამდე ქულის მქონე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახები, სადაც არიან 16 წლამდე ბავშვები, მიიღებენ ფინანსურ დახმარებას. ამით უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიაზე მინისტრების ანგარიშის მოსმენა დასრულდა, ხვალ კი უმაღლეს საბჭოში რეგიონის პირველ პირველ პირს მოუსმენენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი