სკოლებში სადიაგნოსტიკო შეფასება ინერგება

13 ივნისი 2024, 17:54 608 ნახვა

ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში კი მინისტრის საათის ფორმატში  გიორგი ამილახვარი წარსდგა  ანგარიშით. ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. მათ შორის მასწავლებლის განვითარების კარიერულ სქემაში დაგეგმილ ცვლილებებზე, სახელფასო პოლიტიკასა და ზოგადი განათლების რეფორმაზე.

 მინისტრი საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსსაც შეეხო. მისი განმარტებით, თითოეული კანდიდატი სასკოლო საზოგადეოების მიერ შეირჩა და კრიტიკის მიუხედავად, ვერავინ დაასახელა რომ კონკურსის შედეგად არაკომპეტენტური კადრები დაინიშნა.  მისივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე მასწავლებელთა კარიერული ზრდის ახალი სქემის დეტალები გახდება ცნობილი, მანამდე კი დაგეგმილია პედაგოგების  ანაზღაურების  ზრდა.

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში სადიაგნოსტიკო გამოცდების დანერგვა იგეგმება, რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს ამ კუთხით ჯერ-ჯერობით ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში