ბათუმის ტექნოპარკში ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის სტიმ სის კვირეული დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიების ინჟინერიისა და მეწარმეობის მიმართულებით ინტერესის გაზრდას. განსაკუთრებით საზღვაო და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
პროექტი მოიცავს ტრენინგებს, გუნდურ მუშაობას და მენტორობას. მონაწილეები იმუშავებენ ინოვაციურ იდეებზე, საზღვაო და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. ხუთდღიანი კვირეული თემატური სესიებითა და პრაქტიკული ტრენინგებით გათვლილია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, რომლებიც ამ სფეროთი არიან დაინტერესებულნი. პროექტის გახსის ფარგლებში უკვე მოეწყო წარდგენა და პანელური დისკუსია. საგანმანათლებლო აქტივობა მესამე წელია ტარდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე