ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის ოქროს და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს

14 ივნისი 2024, 17:50 274 ნახვა

ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს. ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შესაბამისი დიზაინის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო. 

მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს. ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტების დამზადების პროცესი ლიეტუვის ზარაფხანაში დაწყებულია რომლის დასრულება და რეალიზაცია მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში