მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ ყველაზე დიდ რელიგიურ დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

16 ივნისი 2024, 10:01 566 ნახვა

მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ ყველაზე დიდ რელიგიურ დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს აღნიშნავს.

ბაირამის დღესასწაულზე მორწმუნეები ალაჰს მსხვერპლად ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ. ხორცი, ოჯახის წევრებთან ერთად, განურჩევლად რელიგიისა, მეზობლებზე, შეჭირვებულებსა და უპოვრებზე ნაწილდება.

ყურბან-ბაირამი სამი დღის განმავლობაში გრძელდება. მორწმუნეები, ამ დღეს, უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

მსხვერპლშეწირვის ტრადიცია ბიბლიურ აბრაამს უკავშირდება. ყურანის მიხედვით, უფლის სურვილი იყო, რომ აბრაამს მისთვის საკუთარი შვილი შეეწირა. როცა იგი დარწმუნდა, რომ წინასწარმეტყველი მზად იყო მისთვის შვილი მართლაც შეეწირა, კრავი მოუვლინა და შვილის ნაცვლად, სწორედ, მისი შეწირვა მოსთხოვა – ნიშნად იმისა, რომ აბრაამმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში