ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

24 ივნისი 2024, 15:01 280 ნახვა

საქართველოს მთავრობამ ევროპულ გზას არ უნდა გადაუხვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირის კარი დაიხურება და ევროპული პერსპექტივა  გაუქმდება - ეს არის გზავნილი ევროკავშირიდან. ლუქსემბურგში დღეს  27 ქვეყნის დიპლომატი საქართველოს საკითხზე იმსჯელებს.  

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას  ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს, რომელმაც სხდომის დაწყებამდე მედიასთან გააკეთა კომენტარი.

ევროკავშირის უმაღლესი   წარმომადგენელი ამბობს, რომ იმსჯელებენ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების შესახებ და გაანალიზებენ,  მიიღებენ თუ არა, და რა ტიპის  ზომებს  საქართველოსთან მიმართებაში.  ჯოზეფ ბორელის თქმით, გადაწყვეტილება დღეს არ იქნება და   გაიმართება მხოლოდ საორენტაციო დებატები.

ბორელი საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება კონკრეტული ვარიანტები და ერთ-ერთ ზომად, სავარაუდოდ,  უკვე დაასახელა  ფინანსური დახმარების ნაწილის შეჩერება დროებით. სხდომის დასრულების შემდეგ ჩანიშნულია პრესკონფერენცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი