ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

19 ნოემბერი 2025, 09:50 133 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების მცდელობის ფარგლებში თურქეთში ჩავიდა. 

ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინა შეეცდება „ხელახლა გაააქტიუროს“ დიპლომატიური პროცესი რუსეთთან ომის დასასრულებლად.

მისივე თქმით, ოთხშაბათს თურქეთის პრეზიდენტთან განიხილავს, თუ როგორ უნდა დამყარდეს „სამართლიანი მშვიდობა“ უკრაინაში.

თურქეთი იყო უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ადგილი 2022 წლის გაზაფხულზე, ასევე წელს, მაგრამ ამ მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა საბრძოლო მოქმედებების დასრულება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე