IRI-ის კვლევის შედეგები

04 აპრილი 2017, 00:00 2727 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვა საქართველოში 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 1501 რესპონდენტი. კითხვებს შორის იყო ევროატლანტიკური კურსის, საქართველოში მოქმედი ინსტიტუტების მუშაობის შეფასება, ასევე ქვეყანაში არსებული პრობლემები. უმუშევრობა დასახელდა ყველაზე დიდ პრობლემად. ყველაზე რეიტინგულ ინსტიტუტების პირველ სამეულში კი ეკლესია, ჯარი და მედია მოხვდა.  გამოკითხულთა 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში