დღეს მთა ჩირუხში სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ იმართება! მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები, მოეწყო კულტურულ-სპორტული სანახაობა.წარმოადგინეს ეთნოგრაფია, სამზარეულო, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციები, მოეწყო ასევე საბავშვო გასართობი აქტივობები . შუამთობას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ,რეგიონის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            