სამედიცინო კონფერენცია

09 აგვისტო 2024, 18:05 493 ნახვა

ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია აჭარაში გრძელდება. კვირეულის ფარგლებში  სამედიცინო კონფერენციას ამჯერად    ბათუმის რესპუბლიკურმა  საავადმყოფომ უმასპინძლა. კლინიკის  მედიკოსები გაეცნენ,   ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგიას, მაღალი არტერიული წნევის ფენოტიპების იდენტიფიცირებისა და მართვის პრინციპებს.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა კამპანიის  მნიშვნელობას და ითქვა,  თუ რამდენად   აუცილებელია    მოსახლეობის    ინფორმირებულობა,  ჰიპერტენზიის თავიდან აცილება, მისი დროული გამოვლენა  და მართვა , იმ ფონზე, როცა დაავადება ხშირად  უსიმპტომოდ მიმდინარეობს.   

ამიტომ როგორც სპეციალისტები აცხადებენ, წნევის კონტროლი  აუცილებელია, რადგან სასურველია, ჰიპერტენზია მანამდე გამოვლინდეს, სანამ წნევისა და სამიზნე ორგანოების დაზიანების სიმპტომები შესამჩნევი გახდება  . ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას საქართველო 2017  წლიდან , 100 ქვეყანასთან ერთად შეურთდა. ღონისძიების ორგანიზატორია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოება. კვირეული ხვალ,  ქობულეთში , შემაჯამებელი ღონისძიებით დაიხურება

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში