გალაქტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი

07 სექტემბერი 2024, 19:52 289 ნახვა

“ზღვა და ქართველები” - გალაქტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა . დღევანდელი ღონისძიება ფოტოხელოვან ანრი ტაბაღუას ფოტო გამოფენით გაიხსნა , სადაც წარმოდგენილი იყო ზღვისპირა ქალაქის ფოტო მასალა.

საღამოზე მაყურებლის წინაშე დღეს  წარსდგა ანსამბლი “ მასპინძელი “ , რომელიც ლონდონში უცხოელების მიერ შეიქმნა და რეპერტუარში ქართული სიმღერები აქვთ. ანსამბლის წევრებმა დღეს გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგინეს . საერთაშორისო ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება , პროექტი 5 დღიანია და 11 სექტემბერს დასრულდება .

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში