ლიმეს კონგრესი ბათუმში

09 სექტემბერი 2024, 20:05 228 ნახვა

ბათუმი პირველად რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილ „ლიმეს კონგრეს 2024” - ს მასპინძლობს. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტის პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები ესწრებიან.

კონფერენციაში 42 ქვეყნის 300-მდე  დელეგატი  მონაწილეობს. კონგრესის მთავარი თემა,  რომის იმპერიის საზღვრების ისტორიაა. საუბარია ლოჯისტიკაზე,  ეკონომიკურ ურთიერთობაზე,  ვაჭრობაზე,  კულტურაზე,  პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, ასევე ახალ არქეოლოგიურ გათხრებზე.

სესიების გარდა 9 დან 14 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში დაგეგმილია ექსკურსიები ღირსშესნიშნავ ადგილებში.  „ლიმეს კონგრესი 2024“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში