საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადა წარმატებულად დაიწყო

12 სექტემბერი 2024, 10:32 349 ნახვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადა წარმატებულად დაიწყო.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში მშრალი ანგარიშით 4:0 არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი დაამარცხა.

პარტიები ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ მოიგეს.

45-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 11 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბერს დასრულდება.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 160-ზე მეტი ნაკრები ასპარეზობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში