მსოფლიოს ახალგაზრდული სერია მაგიდის ჩოგბურთში

18 სექტემბერი 2025, 14:05 37 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერია დაიწყო, რომელიც 21 სექტემბერამდე გაგრძელდება. ჩვენი ქალაქი საერთაშორისო ფედერაციის კალენდარულ შეჯიბრებას ზედიზედ მესამედ მასპინძლობს.

ტურნირში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობს. ჩემპიონ-პრიზიორები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან. 15 და 19 წლამდელთა შორის კი ასპარეზობა ერთეულების გარდა, წყვილთა თანრიგშიც გაიმართება. ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს, 17 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. 

შეჯიბრება სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი