შეხვედრა საუდის არაბეთის საზღვაო კვალიფიკაციის დირექტორატის წარმომადგენელთა დელეგაციასთან 

03 ოქტომბერი 2024, 14:54 274 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საუდის არაბეთის ტრანსპორტის გენერალური უწყების, საზღვაო კვალიფიკაციის, აკრედიტაციის და მეზღვაურთა საკითხების გენერალური დირექტორატის წარმომადგენელთა დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრაზე, მხარეებმა საერთო პრიორიტეტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრები დეტალურად გაეცნენ მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირებისა და წვრთნის სისტემას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში