აჭარის მაღალმთიანეთში მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

09 ოქტომბერი 2024, 10:20 363 ნახვა

"ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის" - ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის მაღალმთიანეთში მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ქედაში, შუახევსა და ხულოში სულ 13 ვაკანსიაა. განსაკუთრებით პრობლემურია უცხო ენისა და ტექნიკური საგნების  სპეციალისტების პოვნა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მასწავლებელთა წახალისების მიზნით კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგებს დამატებით 1000 ლარი დაენიშნებათ.

,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში მასწავლებლები მუნიციპალიტეტებში ერთი წლით დაინიშნებიან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში